ცენტრი „ემპათია“-ს გალიდან გადმოყვანილი პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრი „ემპათია“ გალის რაიონის კლინიკის ექთან - ნარგიზა აბუთიძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრი „ემპათია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გალის რაიონის კლინიკაში ნარგიზა აბუთიძეს დაუდგინდა ინფარქტის ნიშნები. ხოლო სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის ნაცვლად, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ნარგიზა აბუთიძე კოვიდ საკარანტინე სივრცეში მოთავსდა, სადაც გარდაიცვალა.

„რამდენადაც შესაბამისი სამედიცინო სერვისის ადგილზე მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრანსპორტირების შესახებ. სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის ნაცვლად, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ნარგიზა აბუთიძე მოთავსდა კოვიდ საკარანტინე სივრცეში, სადაც გარდაიცვალა.

ნარგიზა აბუთიძის გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ენგურის ხიდის გავლით, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე გადმოსულ პირთა საკარანტინე სივრცეებში სავალდებულო მოთავსების გაუაზრებელ პრაქტიკასთან, რომლის მიხედვითაც, საკარანტინე სივრცეში სავალდებულო მოთავსებას ექვემდებარება ნებისმიერი პირი, შესაბამისი გამოკვლევის გარეშე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ცენტრი „ემპათია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან შემოდინებულ პირთა მიმართ დადგენილი პრაქტიკა და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მეშვეობით დააყენოს საკითხი ჰუმანიტარული მექანიზმის შემოღების თაობაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის სამოქალაქო პირების დაუბრკოლებელ მიმოსვლას.

ცენტრი „ემპათია“ უსამძიმრებს გარდაცვლილი ნარგიზა აბუთიძის ოჯახს.

ცხელი ხაზი: ცენტრი „ემპათია“ 599 885468/28

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა