შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომის დატოვების მიზეზი დღის წესრიგით განსახილველი საკითხების თანმიმდევრობა იყო. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებით დაიწყო კვლავ კონსულტაციები.

"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდზე მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდას და კონსულტაციებს როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სახლის აშენებას იწყებენ საძირკვლიდან და სახურავით. ჩვენ როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმის საკითხებს და სხვა პრობლემების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნა წინასწარ - ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იშლება, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონად, ქვეყნის დამარბევლად და შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა თავისი მისია ქართველი ხალხის წინაშე დღევანდელობისა და მომავლის წინაშე", - განაცხადა ნათელაშვილმა.

ამ წუთებში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა გრძელდება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა