გოჩა თევდორაძე - წინ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მივალთ თუ არა საბოლოო შეთანხმებამდე, ამაზე საუბარი ნაადრევია - „პატრიოტთა ალიანსისთვის“ უმთავრესი ვადამდელი არჩევნებია

წინ მივდივართ ნაბიჯ- ნაბიჯ, მაგრამ მივალთ თუ არა საბოლოო შეთანხმებამდე, ამაზე საუბარი ნაადრევია - პოზიტიურად რაიმეს თქმა ძნელია, - ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ეს შეხვედრები სრულად არ დასრულდება და დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდება.

„ვფიქრობ, რომ დღეს ეს შეხვედრები სრულად არ დასრულდება, გაგრძელდება მუშაობა დოკუმენტზე. კარგი იქნება, თუ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას. ჯერჯერობით, გითხრათ, რომ შეთანხმებამდე ძალიან სწრაფად მივდივართ, ან ძალიან შორს ვართ შეთანხმებამდე, ასეთ მოსაზრებებზე ვერ ვისაუბრებ. პუნქტები იცით, საზოგადოებისთვის ცნობილია ის 6 პუნქტი, რომელიც თეზისების სახით ჩამოყალიბდა, ახლა უკვე ამ საკითხებს უფრო ღრმა დოკუმენტის სახე აქვს. ჯერჯერობით, საბოლოო შეთანხმებამდე ძალიან შორს ვართ. დღეს ეს პროცესი არ დასრულდება, გაგრძელდება ხვალაც.

ვფიქრობთ, რომ წინ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მივალთ თუ არა საბოლოო შეთანხმებამდე, ამაზე საუბარი ნაადრევია. „პატრიოტთა ალიანსისთვის“ უმთავრესი ვადამდელი არჩევნებია, კონსტრუქციული მუშაობა მიდის“, - განაცხადა თევდორაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა