იენს სტოლტენბერგი - საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს

ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში წუხილს იწვევს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატოს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს შეინარჩუნებს.

„პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები საქართველოში იწვევს წუხილს. ნატო ელოდება, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობით დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკისა და ქმედებების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა