იენს სტოლტენბერგი - პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ

პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას.

„პრემიერ-მინისტრო, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვერიდებით რთულ დისკუსიებს. საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს. ნატო მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკის და ქმედების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას. პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ“, - აცხადებს სტოლტენბერგი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს