იენს სტოლტენბერგი - ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას  ნატოში გაწევრიანების კუთხით

ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს, მყარად ვართ ერთგულები ამ გადაწყვეტილების და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტში, 2008 წელს და ალიანსი მყარად არის ამ გადაწყვეტილების ერთგული და აგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით.

„ჩვენ ვაფასებთ მჭიდრო პარტნიორობას ნატოს და საქართველოს შორის და ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომ განახორციელოს რეფორმები და ვაგრძელებთ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მოკავშირეები დგანან ამ მკაფიო გზავნილის გვერდით. ყველა მოკავშირეს ვთხოვ, ქვეყნისადმი პრაქტიკული მხარდაჭერა გამოხატონ. ასევე მყარად მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს საკუთარი რეფორმების განხორციელება, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ მიზანს. ეს იყო კიდეც ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე ვისაუბრე პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს ბუქარესტში, 2008 წელს და მყარად ვართ ერთგულები ამ იდეის და გადაწყვეტილების და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს