რომან გოცირიძე - ღარიბაშვილმა იბაქიბუქა - მისი განცხადება არ ნიშნავდა იმას, რომ არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და რიგგარეშე არჩევნებზე არ იმსჯელებენ

ღარიბაშვილმა იბაქიბუქა - მისი განცხადება ირიბი მინიშნებაა, რომ თუ პლებისციტი იქნება, მოვიგებთ, არჩევნების საკითხის რაღაცასთან მიბმა თუ იქნება, ეს ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება - ღარიბაშვილის განცხადება ამას ნიშნავდა და არა იმას, რომ “არჩევნები ჩატარდება 2024-ში და ჩვენ რიგგარეშე არჩევნებზე არ ვმსჯელობთ” ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადება არასერიოზულია.

„მათი ხმამაღალი განცხადებები უნდა აღვიქვათ იმად, რომ ისინი იძულებულები გახდებიან, წავიდნენ კომპრომისზე. ხმამაღალი განცხადებები მათი გადაწყვეტილების მიღების ფონია“,- განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ კრიზისს ვერ გადაიტანს.

„ამ კრიზისს ეს ხელისუფლება ვერ გადაიტანს. შეიძლება გადააგოროს, ერთი თვით ან რამდენიმე თვით. ივანიშვილი აწვალებს „ქართულ ოცნებას“ - რომ გყავს ძაღლი, გინდა რომ კუდი მოჭრა, მაგრამ ინდობ - ჯერ ერთს მოჭრი, მერე მეორეს, მესამეს და ასე წვალებ-წვალებით მიდიხარ შედეგამდე. ივანიშვილმა უნდა დაამთავროს და უთხრას თავის გუნდს, ნუ წვალობენ, უნდა გადაიჭრას ეს საკითხი, რომ პოლიტიკური კვანძი გაიხსნას და პროცესები დაიწყოს. პროცესების დაწყება ივანიშვილის პირდაპირი მითითების გარეშე არ ხდება. როგორც ჩანს, ეს კაცი არის განცდებში, რაღაცას ელოდება“,- განაცხადა გოცირიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა