ირაკლი ღარიბაშვილი - იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან

2020 წელი აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება უფრო მას ამბიციურ დონეზე აიყვანს და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მეტად იქნება მორგებული. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო ყველა მოკავშირეს აქტიური მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა საქართველო აძლიერებს რეფორმებს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში.

„იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და ჩვენი გამძლეობის გაზრდაში, ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს, დღის წესრიგს და წინ მივდივართ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად გარე და შიდა უსაფრთხოების გამოწვევებისა. ეფექტურობას დაფუძნებული მიდგომა, კვლავ რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად ამიტომ, საქართველოს წინადადების, მისი თავდადების და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს გამოიწვევს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში სრულ წევრობას ისახავს მიზნად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა