ბექა ოდიშარიამ, პარლამენტის წევრებთან ერთად, მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში, პარლამენტის სახელით, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ბექა ოდიშარიამ მიულოცა და საჩუქრად ქართული ტრადიციული ნუგბარი გადასცა.

„როგორც საქართველოში, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მრავალსაუკუნოვან მოძმე ერს, მინდა გულით და სულით მივულოცო ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს აზერბაიჯანელი ხალხის ძმობის გამოსახატად, წარმოდგენილია ყველა კომიტეტის წარმომადგენლით და ქალთა მრავალრიცხოვანი დეპუტაციით.

მინდა სიამაყით ვთქვა, რომ უკვე მეხუთე წელია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის გარდა, ვარ კრწანისისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, სადაც თავმოყრილია აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი თანამოქალაქეების, აზერბაიჯანელი მოსახლეობის ძალიან დიდი თემი. როდესაც ვსაუბრობთ ეთნიკურ უმცირესობაზე, ეს ალბათ პირობითი ცნებაა, რადგან ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები. მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, ფილოსოფოსს, ხელოვანს კულტუროლოგს და სხვებს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ ფათალი ახუნდოვი და აკაკი წერეთელი, რომელთაც სამარადჟამოდ დააკავშირეს ჩვენი ერები, არა მხოლოდ პოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად არამედ, კულტურულადაც.

მოგეხსენებათ, „ლენქორანის ხანის ვეზირი" „ხანის ვეზირის" სახელწოდებით, თარგმნა აკაკი წერეთელმა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ ახლო იყო ის აზერბაიჯანულ კულტურასთან. ჩვენ, მივყვებით ამ სტრატეგიულ ძმობას და მეკავშირეობას. აქ წარმოდგენილია ახალგაზრდა თაობა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მათ მომავალ დაახლოებას. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ღონისძიება, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა