გოგი წულაიას ადვოკატი - სექსუალური ძალადობა გამორიცხულია, გულის უმძიმესი ოპერაცია აქვს გაკეთებული

სექსუალური ძალადობა გამორიცხულია, ადამიანს 6 თვის წინ, გულის უმძიმესი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული,- ამის შესახებ პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, გოგი წულაია ბრალს არ აღიარებს. ამასთან, ის ქალზე სექსუალურ ძალადობას უარყოფს.

“სექსუალური ძალადობა გამორიცხულია. ამას სჭირდება სხვა სახის მტკიცებულებები, მარტო განცხადება არ სჭირდება. დასამტკიცებელია თავისით მიიღო დაზიანება, თუ სხვის მიერ იქნა მიყენებული. არ ვიცით, არის თუ არა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ამას დაადასტურებს. ბევრი რამეა გასარკვევი. მე ვესაუბრე წულაიას და უარყოფს, არ მინახავს მტკიცებულებები, ვნახავ და შემდეგ ვიტყვი ჩემ აზრს. ადამიანს 6 თვის წინ, გულის უმძიმესი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, აკრძალული აქვს როგორც ალკოჰოლის მიღება, ასევე სექსუალური კავშირი“, - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკოსი გოგი წულაია ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ქალზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო