გიგა ბოკერია - გრძელი, ძალიან  რთული და მძიმე შეხვედრა იყო - ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი

გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის, რაც შემიძლია ვთქვა. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე შედეგებზე საუბარი არ შეიძლება.

“გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ეს არის რაც შემიძლია ვთქვა. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება. ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი, როგორც გითხარით, რთული და მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენი ამოცანა რჩება ის, რაც თქვენთვის იყო ცნობილი, ჩვენ გვინდა მოლაპარაკება.

გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს რომ შედგა შეხვედრა და პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში, რომ ძალიან დიდია, ეს კარგია. ის რომ მისი მედიატორი აქ არის და მუშაობს, ეს მნიშვნელოვანია, მისი მადლიერი ვართ. ამ შეხვედრის შინაარსი იყო რთული და მძიმე ”,-აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს