ირაკლი ღარიბაშვილი - შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება  ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება

შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ, „ტვიტერზე" წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევროატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკის შესახებ. საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ძალა ევროატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის. შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება", - აღნიშნავს პრემიერი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა