საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა გაიმართა

16 მარტს, საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველო-ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი, მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელები გიორგი ხელაშვილი და დიარმუდ უილსონი და ჯგუფის წევრები.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული წარმატებული საპარლამენტო ურთიერთობები. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. აღინიშნა კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა განათლების, ტურიზმის, ვაჭრობის, სპორტის დარგებში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასევე, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობა.

„ გიორგი ხელაშვილმა და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ირლანდიელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებული ნაბიჯები, საუბარი შეეხო ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს პარალელურად გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირებული მტკიცე მხარდაჭერას.

ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და წევრებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. დიარმუდ უილსონმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდება. ირლანდიის პარლამენტის წევრებმა გამოხატეს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის სფეროში და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური შეხვედრა ჩატარდა წმინდა პატრიკის დღესასწაულის წინა საღამოს. ტრადიციულად, ამ დღეს ირლანდიელები მიემგზავრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და იქ აღნიშნავენ დღესასწაულს. ამჯერად, ირლანდიის პარლამენტის წევრებმა დღესასწაული ვირტუალურ სივრცეში, ქართველ კოლეგებთან ერთად აღნიშნეს.

საქართველოს პარლამენტში ირლანდიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ხელაშვილმა ირლანდიელ კოლეგებს მიულოცა წმინდა პატრიკის დღე და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო, ტრადიციულად, მონაწილეობს „გლობალური გამწვანების" კამპანიაში და 16 და 17 მარტს მწვანედ განათდა თბილისის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

გიორგი ხელაშვილმა ირლანდიელი კოლეგები საქართველოში დაპატიჟა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა