გიგა ბოკერია - ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრის განმავლობაში, რაზე იყო ლაპარაკი, უნდა დარჩენილიყო

ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრის განმავლობაში, რაზე იყო ლაპარაკი, უნდა დარჩენილიყო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ამასთან, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების დღევანდელი შეხვედრა, რომელიც კრისტიან დანიელსონის მედიაციით გაიმართა, "უმძიმესი იყო".

"ბატონი შალვა ბოლომდე უნდა დარჩენილიყო, თუ უნდოდა, რომ ჰქონოდა სრული სურათი. ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრა რაზე იყო ლაპარაკი უნდა დარჩენილიყო. რისი თქმაც ჩავთვალე საჭიროდ, გითხარით, რომ ყველა თემაზე ვისაუბრეთ და იყო უმძიმესი შეხვედრა. ამაზე მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ", - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, საჭიროა "პოლიტიკური პატიმრების" ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდზე მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკებების მაგიდას და კონსულტაციებს როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი“ , - განაცხადა ნათელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა