აკაკი მინაშვილი - მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ჩვენი პრინციპია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფლებაზე, იმედი მაქვს, კვანძი მალე გაიხსნება

იმედი მაქვს, კვანძის გახსნა ძალიან მალე მოხდება, როგორი იქნება კვანძის გახსნა, მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მინაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიებისთვის პრიორიტეტული საკითხია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.

„მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენი პრინციპია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ, უნდა იყოს თავისუფლებაზე. იმედი მაქვს, კვანძის გახსნა ძალიან მალე მოხდება, როგორი იქნება კვანძის გახსნა, მთლიანად დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“ თუ „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებზე არ წამოვა, მაშინ ეს შეთანხმება ვერ შედგება, ისე გაგრძელდება, როგორც არის, ძალიან სამწუხარო იქნება. ვინაიდან, ყველა თემაზე მიმდინარეობს საუბარი, ყველას აქვს გათავისებული, რომ ორი მთავარი საკითხია, თუ ამ ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდა კონკრეტული შეთანხმება, შეთანხმება ვერ შედგება“,-აცხადებს მინაშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს