ჯეიმს აპატურაი - საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო - ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტს ეხმაურება.

„საქართველოს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის დროული ვიზიტი დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან. ღია და კონსტრუქციული განხილვა მთელი რიგი საკითხებისა. როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს. ჩემი მთავარი დასკვნაა: რეგიონალური ვითარების, კოვიდის კრიზისის და რეფორმების გაგრძელებისა მკვეთრი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემცირდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს და ყველა პარტიამ ერთად უნდა შეათანხმოს პოლიტიკური პროცესის წინ წაწევის გზა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ს საშუამავლო ძალისხმევას, რომლებსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი ხელმძღვანელობს“, - წერს ჯეიმს აპატურაი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა