ირაკლი კობახიძე - ყოველთვის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან

ყოველთვის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქმეზე გამოძიებას შედეგი ექნება.

"ამასთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია მაქვს, თუმცა ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განაცხადონ, როგორ წარიმართება გამოძიების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას ექნება შედეგი. მგონია, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება. მე ეს მგონია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მაქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თვითონ ესროლეს საკუთარ პლაკატს?" კობახიძე ასე პასუხობს:

"სხვა ლოგიკა სად არის?! რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში ის, რომ ოპონენტმა ესროლოს "ნაცმოძრაობის" პლაკატს. დღეს, კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაცმოძრაობის" პლაკატი დაჭრეს და "ნაცმოძრაობას" ერჩის "ქართული ოცნება", სისულელეა", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, საიდან აქვს ინფორმაცია ნიკა მელიას პლაკატის დაზიანების გამოძიებასთან დაკავშირებით, კობახიძე პასუხობს, რომ სათანადო წესით მოიკითხეს.

"მოვიკითხეთ სათანადო წესით, როგორც არის ეს საჭირო, როგორც ეს შეუძლია პარლამენტის წევრს მოიკითხოს გარკვეული საკითხები, ასე გვაქვს მოკითხული და იმედი გვაქვს, რომ წარმატება იქნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა