არჩილ თალაკვაძე - თუ ოპოზიცია ოპოზიციაში ყოფნით დაიღალა, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ბოიკოტი პრობლემას უქმნის პარლამენტის სრულფასოვან საქმიანობას

ჩვენი სურვილია შედგეს შეთანხმება სამართლიანი პირობების გარშემო და ოპოზიცია დაბრუნდეს ქუჩიდან პარლამენტში. ეს მათთვისაც იქნება ძალიან სასარგებლო. ბევრი საკითხია, სადაც ოპონირებაა საჭირო , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თალაკვაძე ასევე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დატოვებას და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მოითხოვს ნებისყოფას და ნერვებს.

„ჩემთვისაც მოულოდნელი იყო გამეგო, ბოიკოტში ბოიკოტი თუ არსებობდა. როგორც ჩანს, ასეთიც არსებობს. მოლაპარაკებები მოითხოვს ნებისყოფას და ნერვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს ვნახეთ. კონსტრუქციული გარემო, საქმიანი საუბარი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ზუსტად ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა როგორც დიალოგში, ასევე პარლამენტშიც. რაც შეეხება ბატონ შალვას, მეტი შეფასების გაკეთებას დღეს მოვერიდებოდი. ჩვენ ვართ დიალოგის პროცესში, მე უბრალოდ არ მსურს, რომ კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შევიტანო ამ პროცესში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ბოიკოტი ხელს უშლის პარლამენტის სრულფასოვან საქმიანობას.

„მანდატებზე საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ არ მოვუხსენით მანდატები იმ დეპუტატებს, რომლებმაც მიმართეს პარლამენტს. რატომ არ შევუწყვიტეთ, ამასაც განგიმარტავთ. არ შევუწყვიტეთ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ იმ ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანს, ვინც აირჩია სხვადახსხვა ოპოზიციური პარტია პარლამენტში სამუშაოდ. ჩვენ ვთვლით, რომ მათი არჩევანიც უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პარტიების მხრიდან და მათ უნდა მიიღონ ამ ხალხის სახელით მონაწილეობა საპარლამენტო პროცესში. ოპოზიციას თუ არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია ან თუ ოპოზიცია დაიღალა ოპოზიციაში ყოფნით, ეს არის მათი პრობლემა, მაგრამ ასევე ბოიკოტი პრობლემას უქმნის პარლამენტის სრულფასოვან საქმიანობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს