ანა დოლიძე - მოძრაობა „ხალხისთვის“ და „პროგრესის ცენტრი“ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას მიმართავს

მოძრაობა „ხალხისთვის“ და „პროგრესის ცენტრი“ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას მიმართავს, რომ გამოიყენონ სარეზერვო ფონდები და დაუფინანსონ სწავლის საფასური მათსავე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს.

აღნიშნულ განცხადებას „ინტეპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც კოვიდ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო საგანგაშო გახდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, 75 099 სტუდენტის აქვს სტატუსი შეჩერებული, აქედან ფინანსური დავალიანების გამო სწავლას ვერ აგრძელებს 29 799 სტუდენტი. მხოლოდ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან 30 დეკემბრამდე, 29 342 სტუდენტი დარჩა უმაღლესი სასწავლებლის მიღმა, საიდანაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულია 12 027 ახალგაზრდა.

პანდემიის დროს გამწვავებულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა, რაც უმთავრესად სამუშაო ადგილების დაკარგვას უკავშირდება, ათასობით სტუდენტს დაუკარგა კონსტიტუციით მინიჭებული განათლების უფლება.

ამ პრობლემის გააქტიურება კი უშუალოდ უკავშირდება ,,პროგრესის ცენტრის“ და ანა დოლიძე - მოძრაობა ,,ხალხისთვის“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებს თუ საპროტესტო აქციებს. ამ ბრძოლის ერთ-ერთი შედეგია თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დამატებით დაფინანსდება სოციალურად დაუცველი 2 000-ზე მეტი სტუდენტი.

ამ დადებითმა ნაბიჯმა, შესაძლებელია უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, თუ ყველა მუნიციპალიტეტი მოინდომებს და გვერდში დაუდგება სწავლის მსურველ ახალგაზრდებს.

ამიტომ, მოგმართავთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობას! თქვენ გაქვთ ბერკეტი, უფლებამოსილება და რესურსები, პანდემიის გამო შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, დაუფინანსოთ სწავლის საფასური თქვენივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტებს. სოციალური უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხოლო, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტი მოიცავს სარეზერვო ფონდებს, რომლის ერთ-ერთი მიზანია ეპიდემიების დროს წარმოქმნილი ხარჯების დაფარვაც.

აქედან გამომდინარე, სურვილის და მონდომების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გვერდით დაუდგეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თქვენი მუნიციპალიტეტის და მთლიანად ქვეყნის მომავალია”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით