ევროპის წამლის სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს

ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი ნიშნები იმისა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს.

სააგენტო ვაქცინის შეფასებას აწარმოებს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით და მოსალოდნელია, რომ განხილვას 18 მარტს დაასრულებს. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა ემერ ქუქმა განაცხადა.

მისი თქმით, მტკიცედ სჯერათ, რომ ვაქცინის უპირატესობა აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ვაქცინაციამ გამოიწვია თრომბების წარმოქმნა. ისინი არ გამოვლენილა ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს და ისინი არ არის შეტანილი ცნობილი, ან მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების გამოვლინებათა ნუსხაში“ - განაცხადა ქუქმა.

მისი თქმით, კლინიკური კვლევების დროს როგორც ვაქცინირებულმა, ასევე იმ ადამიანებმა, ვინც პლაცებო მიიღო, თრომბების განვითარების ძალიან დაბალი განვითარება აჩვენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა