„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გააცნო და პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის განვითარების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდნენ.

„იმერეთის აგროზონის” პროექტის განხორციელებით, ჩვენ შევქმნით ქვეყანაში უნიკალურ მოდელს, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქცია ერთიანი კლასტერის ფარგლებში წარმოებული იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებსა და ფერმერებს გაიზიარონ ევროპული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წარმოების პროცესში გამოიყენებენ.

„შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ) ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის პირველი მარტიდან 30 აპრილამდე მიიღებს.

220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვა დამხმარე საქმიანობების მიმართულებებით.

იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო.

სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში დაიწყო. „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის კონსულტანტია საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შერჩეული ქართულ-ნიდერლანდური საკონსულტაციო კონსორციუმი „GeoHolding” & KSH Consortium“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:"იმერეთის აგროზონის" სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს