ირაკლი ღარიბაშვილი - სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შესაბამის საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის პრიველი პარტია შემოვიდა. ჩვენ, პირველ რიგში,სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი შეეხება სწორედ პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების საკითხს. ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც კიდევ ერთხელ გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებსა და პირველადი ჯანდაცვის სერვისებს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა