ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს დელეგაციას ნატო-ში ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს დელეგაციას ნატო-ში ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვიზიტისას შეჯამდა ის პროგრესი, რასაც საქართველომ თავდაცვის მიმართულებით მიაღწია.

„ჩვენ გვქონდა ასევე ნატო-ში ძალიან წარმატებული ვიზიტი. კიდევ ერთხელ შეჯამება მოხდა იმ პროგრესის, რომელსაც მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ პროცესში იყავით ჩართული, ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა გადავუხადო. მადლობა მედიას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო