სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ საქმეთა 3% არასრულწლოვანთა მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ეხება

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მონაწილე მოწმე და მსხვერპლი ბავშვები, მათ ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომას და გარემოს საჭიროებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დამატებითი ტრავმისა და მეორეული ვიქტიმიზაციისაგან ბავშვთა დასაცავად, მნიშვნელოვანია გამოკითხვისა და სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების პროცესი არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებულ სივრცეში მიმდინარეობდეს. მით უფრო, როდესაც არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ბავშვის ინტერესებზე მორგებული პირველი სპეციალური სივრცე საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში მოეწყო. ოთახის მდებარეობა და აღჭურვილობა მაქსიმალურად ამცირებს ბავშვის გამოკითხვის პროცესში მასთან კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობას, უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და ქმნის არასრულწლოვნისთვის ნაკლებად სტრესულ და უსაფრთხო გარემოს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა 3% სწორედ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ეხება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, არასრულწლოვანთა მონაწილეობით განხორციელებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები ერთვებიან. ამასთან, სამსახური გამოძიების პროცესში აქტიურად უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა ფსიქოლოგის მონაწილეობას. ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობის პროცესი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა ოფისებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა