ოპოზიცია გადაწყვეტილებას, გაიმართება თუ არა 20 მარტს დაგეგმილი აქცია, დღეს ან ხვალ მიიღებს

ოპოზიციური პარტიები დღეს ან ხვალ გადაწყვეტენ, გამართავენ თუ არა 20 მარტს დაგეგმილ აქციას. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფანჯარა არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს.

„დღეს ან ხვალ შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, 20 მარტს დაგეგმილი აქცია გაიმართება თუ არა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის, ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს თბილისში. არ ვიცით, როდის დასრულდება მოლაპარაკებების პროცესი და ეს შეიძლება ვადაში გაიწელოს, ამიტომ ჩვენ შევხედავთ დღევანდელ დღეს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას 20 მარტის აქციასთან დაკავშირებით, გადაიდება თუ გაიმართება.

თუ შეთანხმება არ შედგა, მთელი პოლიტიკური პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში. ჩვენ უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე, უარი ვთქვით ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ტრიბუნებზე და ეს გავაკეთეთ შეგნებულად და შესაბამისად, როდესაც ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, ბუნებრივია, ქუჩა ხდება მთავარი პოლიტიკური ეპიცენტრი.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის პოზიციები ჯერჯერობით არის განსხვავებული, რაღაც საკითხებში ხდება პოზიციების დაახლოება, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს მძიმედ, ეს არ არის იოლი და არც ელოდებოდა არავინ, რომ ეს იოლად მოხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხისტი განცხადებები გვესმის ხელისუფლებისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს და ხელს ნამდვილად არ უწყობს, მე ვფიქრობ, რომ მაინც არსებობს ის ფანჯარა, სადაც შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები, თუმცა ამას დაგვანახებს დღევანდელი დღე, რომელიც ალბათ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იმიტომ, რომ დღეს სავარაუდოდ, ის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილოს, რომელიც პრინციპულია ოპოზიციისათვის - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ამ შემთხვევაში ოპოზიციის პოზიცია სრულად ერთიანია იმიტომ, რომ თუ ეს ორი საკითხი არ იქნა შეთანხმებული არანაირი აზრი არ აქვს სხვა საკითხების შეთანხმებას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა