ზაალ უდუმაშვილი - მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლებით პარლამენტში არ შევალთ - ეს კომბინაცია არ გათამაშდება

თუ შეთანხმება არ შედგა, ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ პოლიტპატიმრების თემაზე და ვადამდელ არჩევნებზე, ბუნებრივია, დამთავრებულია მოლაპარაკებები - ესაა ქვაკუთხედი ამ მოლაპარაკებების, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სხვანაირად გაგრძელდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ შედგა, კობახიძეს ერთ პარტიული პარლამენტი დარჩება და „ვისი პოზიცია იქნება მძიმე, ეს კიდევ საკითხავია“.

„რომელ მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზეა საუბარი, თუ ნიკა მელია პატიმრობიდან არ გათავისუფლდება? ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს, ასევე ნიკა რურუაც და რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამის გადათქმას არ ვაპირებთ. ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზირება, რა იქნება, რადგან ეს მოლაპარაკებები გუშინაც არ იყო იოლი. თუ შეთანხმება არ შედგა, კობახიძეს ერთპარტიული პარლამენტი დარჩება და ვისი პოზიცია იქნება მძიმე, ეს კიდევ საკითხავია. ის, რომ დღეს იშველიებენ ევროკავშირში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ზურგი გაიმაგრონ, ამ განცხადების ერთ ნაწილს რომ ამბობენ, მეორე ნაწილიც უნდა თქვან, რომ პასუხისმგებლობის ლომის წილი ხელისუფლებაზე მოდის. თუ ეს შეთანხმება არ შედგა, ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ პოლიტპატიმრების თემაზე და ვადამდელ არჩევნებზე, ბუნებრივია, დამთავრებულია მოლაპარაკებები. ესაა მთავარი ქვაკუთხედი ამ მოლაპარაკებების, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში სხვანაირად გაგრძელდება. ეს ორი საკითხი, თუ არ დაკმაყოფილდება პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას არც მაშინ, თუ ხელისუფლება ნიკა მელიას გათავისუფლებაზე წავა, თუმცა ვადამდელ არჩევნებზე - არა.

„ჩვენ რომ პოლიტპატიმრებით ვივაჭროთ, ეს მძევლებით ვაჭრობაა და მეტი არაფერი! თუ გაათავისუფლეს, ეს მათი ნებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იმის ხარჯზე მოხდება, პარლამენტში შესვლას დავთანხმდეთ და ვადამდელზე უარი ვთქვათ. ეს კომბინაცია არ გათამაშდება. ამას არ განვიხილავთ! თუ ეს ორი საკითხი არ დაკმაყოფილდება, პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ზაალ უდუმაშვილი - მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლებით პარლამენტში არ შევალთ - ეს კომბინაცია არ გათამაშდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა