სოზარ სუბარი - აშშ და ევროკავშირი ელჩების მეშვეობით ცდილობენ კრიზისის განმუხტვას - დონემ აიწია და ავიდა ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის დონეზე, კარგია, თუ შეერთებული შტატებიდანაც ჩაერთვება წარმომადგენელი

აშშ და ევროკავშირი მათი ელჩების მეშვეობით ცდილობენ კრიზისის განმუხტვას. დონემ აიწია და ავიდა ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის დონეზე, კარგია, თუ შეერთებული შტატებიდანაც ჩაერთვება ასეთივე წარმომადგენელი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურბალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის შემდეგ აშშ- ის სენატშიც განიხილავენ.

სუბარის თქმით, კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი იქნება, თუ ოპოზიცია გონიერებას გამოიჩენს და პარლამენტში შევა.

„უკვე რამდენიმე თვეა ჩვენი ორი უდიდესი პარტნიორი - აშშ და ევროკავშირი, მათი ელჩების მეშვეობით, ცდილობენ კრიზისის განმუხტვას. როცა დონემ აიწია და ავიდა ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის დონეზე, კარგია, თუ შეერთებული შტატებიდანაც ჩაერთვება ასეთივე წარმომადგენელი. დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისის განმუხტვა იქნება შესაძლებელი, მცირედი გონიერება არის საჭირო ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც მთელი მსოფლიო და ყველა ჩვენი მეგობარი მოუწოდებს, რომ შევიდნენ პარლამენტში და აღიარონ არჩევნების შედეგები. ჯერჯერობით მე ვიცი მხოლოდ ორი მხარე, რომელიც არ აღიარებს საქართველოში არჩევნებს როგორც დემოკრატიულს, თავისუფალს და სამართლიანს. მე მსგავსი განცხადება არ მომისმებია არც ბატონი პუტინისგან და არც მისი ნარიშკინისგან, რომელიც პერიოდულად ევლინება ხოლმე მხსნელად ქართულ ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს არ მომისმენია ქართული ოპოზიციისგან, სხვა ყველა აღიარებს ამ არჩევნებს როგორც თავისუფალს, სამართლიანს, გამჭვირვალეს, ზოგი როგორი სიტყვებით, ზოგი როგორით, მაგრამ შინაარსი მაინც ეს არის. ჩვენი მეგობრებიც აშშ -დან არაერთხელ ეუბნებიან ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში. პარლამენტი არის პოლიტიკური დებატების, პოლიტიკის კეთების ადგილი, ქუჩის პოლიტიკა დამთავრდა. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაუსვა წერტილი ქუჩის პოლიტიკას. ამის შემდეგ არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომ პოლიტიკა ვაკეთოთ ამ ქვეყანაში,"- განაცხადა სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა