ალუდა ღუდუშაური - მე გადავიხდიდი გირაოს და ხელს არ შევუშლიდი მოლაპარაკებას

ვისურვენდი, ნიკა მელიამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს, რასაც მის ადგილზე ალბათ, სხვა ყველა პასუხისმგებლიანი ლიდერი გააკეთებდა - გადავიხდიდი გირაოს და ხელს არ შევუშლიდი მოლაპარაკებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები აძლევს იმედს, რომ მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდება.

„საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. სხვას არაფერს ვიტყვი, რომ ხელი არ შეეშალოს მოლაპარაკებას. ჩვენ ოპონენტებისგან განსხვავებით მაღალ პასუხისმგებლობას ვიჩენთ, რადგან არ გვინდა მოლაპარაკებას ჩრდილი მიადგეს. საზოგადოება მოლაპარაკების დასრულების შემდეგ იმ ნაბიჯებს იხილავს, რასაც დგამდა ხელისუფლება და როგორ საპირისპირო ნაბიჯებს დგამდა ოპოზიცია,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს და აღნიშნა, რომ მას არც ქართველი ხალხის და არც საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

„სამწუხარო რეალობაა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ოპონენტები ტალახის სროლას და შეურაცხყოფის მიყენებას აღარ ერიდებიან საერთაშორისო პარტნიორების მისამართითაც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. ეს ბატონები საზოგადოებას და ქვეყანას ტალახს რომ ესვრიან და შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არახალია და ამას მიჩვეული ვართ, თუმცა, პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ ასეთი იერიში ქვეყანას აზიანებს,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს