დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და მას მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და მას მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია აქვს.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება დაიმსახურა, როგორც ერთ-ერთმა მოწინავე ასპირანტმა ქვეყანამ, რომელსაც ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინტენსიური შეხვედრები ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებლებთან, ასევე სამხრეთ კავკასიის საკითხზე მომხსენებლებთან და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან. ყველამ ვიხილეთ მკაფიო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და რომ არჩევნებს აქვს მაღალი შეფასება, მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ჩვენი ყველა მეგობარი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტში შევიდნენ, პარლამენტი იყოს ფუნქციონალური და მრავალპარტიული და ყველა საკითხი, რომელზეც დღეს საუბარია, პარლამენტის ფორმატში იყოს განხილული.

ნატო-ში პრემიერის ვიზიტი, მისი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან და გამოსვლა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, იყო ასევე მნიშვნელოვანი, ძალიან წარმატებული. საქართველომ კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მოწინავე ასპირანტმა ქვეყანამ, რომელსაც ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატო-ში გაწევრიანების. ყველა თანხმდება, რომ საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა და ველოდებით, რომ მომწიფდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ამ თვალსაზრისითაც როგორც გასული ისე მიმდინარე წელი დახუნძლულია მნიშვნელოვანი მოვლენებით.

ჩვენ გასულ წელს გვქონდა ნატო-ს მინისტერიალი, რომელშიც პირადად მივიღე მონაწილეობა და მნიშვნელოვანი შედეგებით დავბრუნდით. მათ შორის 2030 წლის სტრატეგია ღია კარის პოლიტიკის თავლსაზრისით, ასევე გაფართოებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. წლევანდელი წელი იქნება ერთგვარი მოსამზადებელი 2022 წლისთვის, როდესაც ჩატარდება ნატო-ს სამიტი. ვფიქრობთ, ესეც იქნება საქართველოს პროგრესის ამსახველი საქართველოს ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა შეხვედრები გამართა ევროპარლამენტსა და ნატო-ში, მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო