კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს

დეპუტატი ელისო ბოლქვაძე პარლამენტში ახალშექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

ბოლქვაძე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა.

კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა.

იხილეთ ვიდეო:კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო