ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური ხელმძღვანელი - ფაქტობრივად, ომში ვართ, ან ვიკეთებთ ვაქცინას, ან არ ვიკეთებთ და ველოდებით თავისით როდის გავა, თავისით რამდენიმე წელიწადი არ გავა

ომში ვართ ფაქტობრივად, გადაწყვეტილებაა - ან ვიკეთებთ ვაქცინას და ვაგრძელებთ ცხოვრებას, ან არ ვიკეთებთ და ვრჩებით და ველოდებით თავისით როდის გავა და ეს არ გავა თავისით რამდენიმე წელიწადი, - ამის შესახებ ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკურმა ხელმძღვანელმა გრიგოლ ხურციძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, მედიკოსების მხრიდან ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით თავშეკავება სამწუხარო ფაქტია და ის მოსაზრებები, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, შესაძლოა, მას გართულებები მოყვეს, ეს ყველა ადამინის განწყობაზე მოქმედებს.

„სამწუხარო ფაქტია, აქტიურობას უფრო მეტს მოველოდით. ევროპაში გამოვიდა კვლევა 18 მილიონი აცრილ ადამიანზე 32 შემთხვევა იყო სისხლის კოლტის და ატყდა სერიოზული პანიკა. ჩვენმა მეგობარმა აიღო კალკულატორი და გამოთვალა და ნახა რა იყო. 100 000 კაცზე მოდის 1000, ანუ რომ გადავთვალოთ 18 მილიონიდან უნდა გვქონოდა 18 000 და იყო 32 შემთხვევა. თემა არის პოლიტიზირებული. დადის მოსაზრებები, რომ ბრიტანეთის გამოყოფის გამო ევროგაერთიანება „ეჭიდავება“ ბრიტანეთს და ბევრი ასეთი კონსპირაციული თეორიებია, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ისე მძიმედ იმოქმედა და იმუშავა, რომ ადამიანი, რომელიც ზის და კითხულობს და აქვს კრიტიკული აზროვნება, ფიქრობს ახალი ვაქცინაა და გამიკეთეს, მერე იძახიან რაღაც გართულებები აქვს, მერე აჩერებენ და მერე ისევ აგრძელებენ, ეს ყველაფერი მოქმედებს მათზე და ვაქცინის მიმართ განწყობაზე.

რაც შეეხება ექიმებს, თავიდან თუ შეიძლება ყოფილიყო იმაზე საუბარი, რომ ეფექტური არ არის, ვაქცინა დადასტურებულად ეფექტურია, საუბარი იყო გვერდით ეფექტებზე და ეს ძალიან ცოტაა. ეს სამხედრო მდგომარეობაა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ომში ვართ ფაქტობრივად, გადაწყვეტილებაა - ან ვიკეთებთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას, ან არ ვიკეთებთ და ვრჩებით და ველოდებით თავისით როდის გავა და არ გავა ეს თავისით რამდენიმე წელიწადი. ჩვენაირ ქვეყანას, სამწუხაროდ, ამის დრო არ აქვს. არ აქვს იმის დრო ვიჯდეთ და ველოდოთ როდის რა მოხდება“ , - განაცხადა ხურციძემ.

ამასთან, წამყვანის კითხვაზე რა როლი უნდა ეთამაში სახელმწიფოს, ვაქცინის გაკეთების მიმართებაში, ხურციძე პასუხობს, რომ სახელწიფოს როლია განათლება და საინფორმაციო კამპანიები ამ მიმართულებით.

„განათლება და განათლება. ჩვენ ვებსაიტებზე ვაგროვებთ ინფორმაციას. ამის კამპანია უნდა ყოფილიყო წარმართული და ეს უნდა ყოფილიყო მასშტაბური. ყველას აქვს კრიტიკული აზროვნება და ყველას უნდა კითხვის დასმა და შესაბამისად, ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხი თუ არ გაიგეს, იბნევა ადამიანი და დაბნეული ადამიანი ყოველთვის იყინება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სამხედრო მდგომარეობა. მარტო ჯანმრთელობაზე არ არის საუბარი, ეკონომიკაზეც არის აქ საუბარი და რაღაც რისკი თუ არ ავიღეთ, სულ ასე ვიქნებით“ , - განაცხადა ხურციძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო