ნათია თურნავა - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი  არის მართლაც ის საკითხი, რომელზეც  ჩვენ ყველამ კომპლექსურად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშავოთ

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი არის მართლაც ის საკითხი, რომელზეც ჩვენ ყველამ კომპლექსურად უნდა ვიზრუნოთ და ვიმუშავოთ. ეს არის ის საკითხი, რომელიც ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აწუხებს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტი ჯერ კიდევ დიდი მოცულობით გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ ლარის კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მთავრობამ ბოლო წლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგადამხდელო ბალანსი და საგარეო სავაჭრო სალდო გაუმჯობესებულიყო.

„კერძოდ, ექსპორტი, მათ შორის, ქართული წარმოების ექსპორტი 2020 წელს არ შემცირებულა და გაიზარდა 3,5 %-ით. მთლიანობაში ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით, უფრო ნაკლებად შემცირდა, ვიდრე იმპორტი. ეს იწვევს საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომაც ყველა უწყება თავიანთი პასუხისმგებლობების ფარგლებში მუშაობს ამ საკითხზე. თქვენ ახსენეთ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული განაკვეთის გამკაცრებასთან დაკავშირებით და ესეც არის ერთ-ერთი აპრობირებული ბერკეტი იმისა, რომ უფრო მეტი განჭვრეტადობა გვქონდეს და ნაკლები რისკი, რომ ლარის კურსი გაუფასურდება. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეკონომიკისთვის ძალიან კარგია ყველაფერი, რაც განჭვრეტადობას გაზრდის. ლარის კურისის მერყეობა არის საკმაოდ დიდი პრობლემა ჩვენი ბიზნესებისთვის. შესაბამისად, ეს აპრობირებული მეთოდია, მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ბერკეტი, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს და ჩვენს გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ნაკლები იყოს რისკი გაუთვალისწინებელი დიდი რყევეის თუნდაც სავალუტო ბაზარზე. მთავარი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საშუალოვადიან პერსპექტივაში არის ქართული ექსპორტის ზრდა, სასაქონლო ექსპორტი იქნება, თუ მომსახურების ექსპორტი, იგივე ტურიზმი, ეს არის მთავარი და სწორი წყარო, რომელიც არა მარტო ლარის კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს, არამედ, მთლიანობაში ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო