სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. პრეზიდენტს ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

"დღეს აცრა ურიგოდ ჩავიტარე, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და მგონი, არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის რიგია, რომლებმაც ეს თვეები ძალიან მძიმე გამოცდა გაიარეს. საჭიროა, ისინი დღეს აიცრან იმისთვის, რომ გადამდები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ, რამეთუ მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მერე დაიწყება შემდეგი ჯგუფების რიგიც. თუ გვინდა იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია გამოვიყენოთ ის საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და კიდევ სხვასაც“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო:სალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა