ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ბენზინზე ფასის ზრდა ბაზარზე პირდაპირ არ აისახოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბენზინზე ფასის ზრდა ბაზარზე პირდაპირ არ აისახოს.

როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე არსებული დიდი კონკურენცია თავისთავად გარანტიაა, რომ ბენზინზე ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება.

„ბენზინის ფასები დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლოს რასაც ვუყურებთ, სამწუხაროდ, არის ზრდის ტენდენცია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. საკმაოდ დიდი კონკურენცია არსებობს ამ ბაზარზე, რაც თავისთავად გარანტიაა, რომ ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო:ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ბენზინზე ფასის ზრდა ბაზარზე პირდაპირ არ აისახოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა