ირაკლი კობახიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ დიალოგი შეთანხმებით დასრულდება, თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, დიალოგი წარმატებული იქნება

ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით, შეთანხმებით. თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში, დიალოგი იქნება წარმატებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები და დღეს კიდევ ერთხელ შედგება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მედიატორების მონაწილეობით.

„შეხვედრა გაიმართა, ალბათ, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ასეთი ერთობლივი შეხვედრა შედგება. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით, შეთანხმებით. თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში, დიალოგი იქნება წარმატებული. კონკრეტულ თემებთან დაკავშირებთ იყო საუბარი, რაც უკავშირდება სავარაუდო შეთანხმებას და კონკრეტული საკითხები და დეტალები განვიხილეთ. ჩვენ გვაქვს იმედი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამოკიდებულებას გამოიჩენენ მხარეები დიალოგის მიმართ.

პირობა იყო დადებული საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ არც ერთ დეტალზე, არც ერთ „წითელ ხაზზე“ არ იქნებოდა საუბარი, ჩვენ ვიცავთ ამ პირობას, თუმცა ამ პირობას არ იცავს ოპოზიცია,“- განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს