ირაკლი კობახიძე - ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ იქნება ხელმოწერილი ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს, ეს არის ერთადერთი „წითელი ხაზი“

ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი არავითარ შემთხვევაში ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს, ეს არის ერთადერთი ჩვენი „წითელი ხაზი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები იყო, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული, რისი აღიარებაც მოხდა შესაბამისი დასკვნებითა და განცხადებებით.

„ჩვენთვის მთავარი არის ვიმოქმედოთ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებით და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს. ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი, არავითარ შემთხვევაში, ისეთი შეთანხმება, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს, ეს არის ერთადერთი ჩვენი „წითელი ხაზი“.

მთავარი არის ის, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, სამართლიანი და თავისუფალი, რაც აღინიშნა შესაბამის დასკვნებში და ასევე, აღინიშნა შესაბამის განცხადებებში, რაზეც ძალიან ღიზიანდება ოპოზიცია. თქვენ ნახეთ მათი კომენტარები, ბოლოს მაგალითად ბორელის განცხადებებთან დაკავშირებით. ეს მათ აღიზიანებთ, იმიტომ, რომ ეს მათ აყენებთ ბევრად უფრო სუსტ პოზიციებში, ვიდრე ისინი იყვნენ თუნდაც 2-3 თვის წინ. როდესაც არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული და პარლამენტში მაინც არ შემოდის ოპოზიცია, ამ დროს კრიზისი არის ხელოვნური“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ შალვა ნათელაშვილის მიერ გუშინდელი შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო დესტრუქციის კიდევ ერთი გამოხატულება.

„რადგან ჩვენ არ გამოგვაქვს დეტალები შიგნიდან, იქ ბევრი სხვა რეაქციაც იყო, მაგრამ დეტალებზე არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მთლიანად ოპოზიციის დამოკიდებულებას საერთაშორისო პარტნიორებისა და დიალოგის პროცესის მიმართ. ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვხედავთ და ვისმენთ ასეთ რაღაცებს. ეს იყო დესტრუქციის კიდევ ერთი გამოხატულება,“- განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს