ლევან დავითაშვილი - საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს, ევროკავშირში ინტეგრაციას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, ეს ვიზიტი და გამართული შეხვედრები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას.

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან წარმატებულ ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში, იყო შეხვედრები როგორც ევროკომისიასთან, ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული ხაზის და იმის, რომ საქართველო უახლოვდება თავის სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას. ხაზგასმით იყო აღიარებული, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში, რომელიც დადასტურებული იყო ეუთო/ოდირის დასკვნაში. საბჭოს ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს პროგრესის შესახებ ევროპასთან ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესრულების კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და პროგრესისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა