ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ქუჩას კი არა, ფანჩატურსაც ვერ ავსებენ, დაღალეს საზოგადოება იმ რიტორიკითა და ქცევით, რითაც გამოირჩევიან

თქვენ ხედავთ რომ ქუჩას კი არა, ფანჩატურსაც ვერ ავსებენ, დაღალეს საზოგადოება იმ რიტორიკით და ქცევებით, რომლითაც ისინი განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოირჩევიან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მიერ პროცესების სავარაუდოდ ქუჩაში გადატანის პერსპექტივას ეხებოდა.

მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხვდება ყველაფერს.

"საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი. არჩევნები ყველა შეფასებით იყო სამართლიანი. მაინც არიან გაჯიქებულები და არ შედიან პარლამენტში. საზოგადოება ამას ხომ ხედავს და აფასებს?! აქედანაც გამომდინარეობს ის, რომ მათი პოზიციები საზოგადოებასთან მიმართებით კიდევ უფრო შერყეულია, ვიდრე ეს არჩევნების წინ იყო. ასე თუ გააგრძელებენ, კიდევ უფრო მძიმედ წავა მათი საქმე"- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო