კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი დესტრუქციული ადამიანია - ყველანაირად ცდილობს, მოლაპარაკების მაგიდის აყირავებას

მიხეილ სააკაშვილი თავისი შინაარსითა და ცხოვრების წესით დესტრუქციული ადამიანია - ყველანაირად ცდილობს, მაგიდის აყირავებას, ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებს, ევროპარლამენტარებს რუსეთის აგენტებს ეძახის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასერიოზული ფიგურაა.

„ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის შეურაცხყოფას ოპოზიციური ლიდერების მხრიდან. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. სააკაშვილს რაც შეეხება, თავისი შინაარსით, თავისი ცხოვრების წესით დესტრუქციული ადამიანია. იმ სისხლიანი რეჟიმის დროს რა ხდებოდა, კიდევ ერთხელ ლაპარაკსა და ხაზის გასმას არ დავიწყებ. ის ყველანაირად ცდილობს და ეს იკვეთება, რომ მოლაპარაკება არ შედგეს და მაგიდის აყირავება მოხდეს. ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებს, ევროპარლამენტარებს რუსეთის აგენტებს ეძახის. არასერიოზული ფიგურაა“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთოდ არ აინტერესებს არავის აზრი.

„აბა, შემომიშვან ჩემს ქვეყანაში, შექმნან თანაბარი პირობები, სად იქნება ივანიშვილი, ზუსტად რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგას გაჩვენებთ. შექმენით თანაბარი პირობები, მიუდექით იმავე სტანდარტებით, როგორიც არის დასავლეთში. დასავლეთში როგორც იქნებოდა, ისე იყოს. ჭკუის დარიგება ვიღაც გადამდგარი პირებისგან... სად ვიპოვი ხვალ და ზეგ იმ გადამდგარ პირებს. მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ. ყველას შეუძლია უყეფოს მზეს, მაგრამ ქარავანი მაინც უნდა მიდიოდეს. ქარავანი არის საქართველოს გადარჩენისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა