ალეკო ელისაშვილი ლევან დავითაშვილს - მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი და გერმანიის ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობის მიზნით განაცხადი 2 დღეში 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი

არმიაში ასეთი წესი იყო, თუკი სარდლები ბრძოლას წააგებდნენ და ეს მათი დაშვებული შეცდომის ბრალი იყო, თავს იკლავდნენ ხოლმე - მე რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ვყოფილიყავი, გერმანიას გამოეცხადებინა, ვისაც ჩვენს ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობა გინდათ, აგერ განცხადება შეავსეთო და ორ დღეში 100 ათას კაცს შეევსო, ალბათ, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი, - ამ სიტყვებით დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა, რომელსაც “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, საქართველოში 30 წელია არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ არ არსებობს სოფლის მეურნეობა.

“განყენებული ციფრები და სტატისტიკა არ მაინტერესებს. ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და მთავარი სტატისტიკა არის ის, როცა მაღაზიაში შევდივარ და მაქვს ასეთი არჩევანი: - ხახვი და ნიორი - თურქეთიდან, მანდარინი და ფორთოხალი საბერძნეთიდან, ხორცი - ბრაზილიიდან და ინდოეთიდან. რომელ სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობთ?! აქა-იქ თუ იპოვი რაღაცას ქართულს“, - მიმართა დავითაშვილს ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწების 69%, მილიონ ჰექტრაზე მეტი არის სასოფლო-სამერნეობის დანიშნულების მიწა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, “სინამდვილეში ეს არის კორუმპირებული გამგებლების ხელში ჩავარდნილი მიწა, რომელსაც ძიძგნიან და საკუთარ მამიდაშვილ-ბიძაშვილებს აძლევენ“.

“რატომ არის, რომ 30 წელია ისევ საბჭოთა კავშირი გვაქვს?!“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა