ლევან იოსელიანი ლევან დავითაშვილს - თქვენი ჩასვლის შემდეგ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა - ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი!

როგორც ალეკო ელისაშვილმა თქვა, წაგებული ბრძოლის გენერლები თავს იკლავდნენ, მაგრამ თქვენ ორგზის გაქვთ თავი მოსაკლავი, - ამ განცხადებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს დეპუტატმა ლევან იოსელიანმა მიმართა.

“28 თებერვალს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ქუთაისში პირველი დიდი აქცია გაიმართა. ამის შემდეგ თქვენ მოსალაპარკებლად ჩაბრძანდით და თქვენი ჩასვლის შემდეგ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. ამ ადამიანებმა თქვეს, რომ 15 წუთი არ დაუთმეთ, რომ მათთვის მოგესმინათ და იქედან გამოიქეცით. ასე აპირებთ პრობლემის მოგვარებას? სანამ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება, ასეთი “წარმატებული კომუნიკაციით აპირებთან მოქალაქეებთან ურთიერთობის გაგრძელებას?“, - მიმართა იოსელიანმა ლევან დავითაშვილს.

იოსელიანს პასუხად განცხადება დეპუტატმა ნინო წილოსანმა გააკეთა. მან ოპოზიციონერ კოლეგებს ეთიკურობის გამოჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არაეთიკური და დანაშაულებრივია პარლამენტის ტრიბუნიდან თვითმკველელობისკენ მოწოდება, ამ ქმედების პოპულარიზება და რომანტიზება.

მანამდე, ლევან დავითაშვილს "მოქალაქეების" კიდევ ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიმართა.

"არმიაში ასეთი წესი იყო, თუკი სარდლები ბრძოლას წააგებდნენ და ეს მათი დაშვებული შეცდომის ბრალი იყო, თავს იკლავდნენ ხოლმე - მე რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ვყოფილიყავი, გერმანიას გამოეცხადებინა, ვისაც ჩვენს ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობა გინდათ, აგერ განცხადება შეავსეთო და ორ დღეში 100 ათას კაცს შეევსო, ალბათ, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი", - მიმართა მინისტრის ელისაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა