გურამ მაჭარაშვილი - გამოსავალი ამ პოლიტიკურ პროცესებში გარდა შეთანხმებისა არ არსებობს, იმდენად ცალსახაა ევროპული ინსტიტუციების პოზიცია, რომ არ მგონია, რომელიმე პარტიას აწყობდეს, შეთანხმება არ შედგეს

შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის ფონზე უნდა მოხდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე შეთანხმებულია როგორც საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე მთლიანად ევროატლანტიკური სივრცე.

„ახლა მთავარია ოპოზიციამ მოძებნოს ძალები, რესურსი, გადადგას პრაგმატული ნაბიჯი და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ხელისუფლებასთან გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში ეს სჭირდება საქართველოს სახელმწიფოს და ეს სჭირდება ოპოზიციასაც, ამიტომ ჯერ მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ბუნებრივია, ჩვენ წინასწარ გვაქვს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ შეთანხმება შედგება, რადგან გამოსავალი ამ პოლიტიკურ პროცესებში გარდა შეთანხმებისა არ არსებობს, იმდენად ცალსახაა ევროპული ინსტიტუციების პოზიცია, რომ არ მგონია, რომელიმე პარტიას აწყობდეს შეთანხმება არ შედგეს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს