სოზარ სუბარი - ვნახეთ, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს გაცილებით კონსტრუქციულადაა განწყობილი - შევეშვათ „წითელ ხაზებზე“ ლაპარაკს, ამ წუთში ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეზე ვლაპარაკობთ

სააკაშვილის განცხადებებს, რომელმაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატებს იდიოტები უწოდა, უნდა შევხედოთ, როგორც ქართული ანდაზაა: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც მოლაპარაკებები არანაირად არ აწყობთ და მათი ყოველი განცხადება ჩაშლისკენაა მიმართული.

„მძიმე მოლაპარაკება იყო, მაგრამ განწყობა პოზიტიურია. ჩართულია მართლა, უმაღლეს დონეზე ევროკავშირი, შეერთებული შტატებიც და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დადებითად გაგრძელდება. მართლია, არიან ადამიანები, რომლებსაც მოლაპარაკებები არანაირად არ აწყობთ და მათი ყოველი განცხადება ჩაშლისკენაა მიმართული. მაგალითად, გუშინ ვნახეთ ნათელაშვილი, რომელმაც მოლაპარაკებები დატოვა, ვნახეთ საღამოს სააკაშვილის განცხადებები, რომელმაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპლომატებს იდიოტები უწოდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, როგორც ქართული ანდაზაა: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს გაცილებით კონსტრუქციულადაა განწყობილი, ვიდრე აქამდე იყვნენ.

„ისიც ვნახეთ, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს გაცილებით კონსტრუქციულადაა განწყობილი, ვიდრე აქამდე იყვნენ. მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს ინტერესებს დავაყენებთ წინ! შევეშვათ „წითელ ხაზებზე“ ლაპარაკს. ამ წუთში ჩვენ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეზე ვლაპარაკობთ", - განაცხადა სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა