ირაკლი კობახიძე - როდესაც ლეგიტიმურია არჩევნები და ოპოზიცია მაინც არ შემოდის პარლამენტში, ასეთ დროს კრიზისი ხელოვნურია

ისინი თავიდან საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე და ახლა ეს მესიჯი დღის წესრიგიდან მოხსნეს და გადაერთნენ იმაზე, რომ პოლიტიკიდან წავიდა პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის არგუმენტია, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ვისაც დაუჭირეს მხარი ამ პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან წავიდნენ, ახლა უნდა გადაიტვირთოს თუ არა პოლიტიკური სიტუაცია ახალი არჩევნებით.

მისი თქმით, როდესაც არჩევნები და პარლამენტი ლეგიტიმურია და ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ასეთ დროს კრიზისი არის ხელოვნური.

„ისინი თავიდან საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე და ახლა ეს მესიჯი დღის წესრიგიდან მოხსნეს და გადაერთნენ იმაზე, რომ პოლიტიკიდან წავიდა პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ესეც ძალიან საინტერესოა, არჩევნების გაყალბებაზე საერთოდ ვეღარ საუბრობენ, იმიტომ რომ დაუმტკიცეთ PVT-ის გაყალბება და ყველა ფორმატში გაკეთდა განცხადებები, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. აქედან გამომდინარე, გაყალბებაზე საუბარი ზედმეტია და შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს კრიზისი არის აბსოლუტურად ხელოვნური. როდესაც ლეგიტიმურია არჩევნები და ლეგიტიმურია პარლამენტი და მაინც არ შემოდის ოპოზიცია ამ პარლამენტში, ასეთ დროს კრიზისი არის ხელოვნური.

ჟურნალისტის კითხვაზე, სამართლიანი იყო თუ არა არჩევნები, კობახიძე პასუხობს, რომ „როდესაც ოდირის დასკვნაში იწერება, რომ ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი“.

„თქვენ შეგიძლიან ნახოთ ბოლო ამერიკული არჩევნების შეფასება და ტერმინი „სამართლიანი“ იქაც ოდირის დასკვნაში არ არის გამოყენებული. ეს არის ოდირის პრაქტიკა, იქ სტანდარტულად, როდესაც ფასდება არჩევნები გამოიყენება შესაბამისი ტერმინები - კონკურენტული და ძირთადი უფლებების შესაბამისი არჩევნები. ადამინის უფლებებში იგულისმება უფლება თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ არჩევნებზე. შესაბამისად, ძირითადი უფლებების დაცვა მოიცვას, მათ შორის, არჩევნების სამართლიანობასაც. ვინც იცის რა არის ადამიანის უფლებები ყველა დამეთანხემბა ამაზე“ , - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო