19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული, 1-ელი აპრილიდან კი მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები განაახლებენ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული, პირველი აპრილიდან კი რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო- ესპნაეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მასზე მაყურებლის დასწრება, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ძიუდოში გრანდ-სლემი იმართება, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%.

იხილეთ ვიდეო:19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული, 1-ელი აპრილიდან კი მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები განაახლებენ

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა