ბექა დავითულიანი - შალვა ნათელაშვილმა უბრალოდ გაახმოვანა შეკვეთა, რომელიც  უკრაინიდან მოდის, იმედი მაქვს, სხვები არ აჰყვებიან

ყველა იმ საკითხების ჩამონათვალში რაც იყო, ყველა ნაწილში დათმობაზე და კომპრომისზე მიდიოდა მმართველი გუნდი, ერთადერთი კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შემოსვლაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ახლა ოპოზიციიდან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.

"მმართველი გუნდი მიდის სამართლიან, ობიექტურ კომპრომისებზე და ვერ წავა იმაზე მეტზე, რაზე წასვლაც არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად გვსურს შედგეს შეთანხმება, ამისთვის ვდგამთ კომპრომისულ ნაბიჯებს და ველით, რომ მეორე მხარეც პასუხისმგებლობით მიუდგება, მათგან ველოდებით გონივრულ, შემხვედრ ნაბიჯებს", - განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც გუშინ მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა, როგორც დავითულიანი აცხადებს, მან მიხეილ სააკაშვილის შეკვეთა შეასრულა.

"ცალსახაა, რომ რადიკალური ოპოზიციური პლატფორმა შეთანხმების მომხრე არ არის და ჩვენ ამის ნიშანს ვხედავდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში, შალვა ნათელაშვილმა უბრალოდ გაახმოვანა შეკვეთა, რომელიც მოდის უკრაინიდან, იმედი მაქვს, სხვები მას არ აჰყვებიან,"- განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა