ლევან იოსელიანი - გამიჭირდება იმის თქმა, ყველა პუნქტზე მოხდება თუ არა შეთანხმება - არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის ნაწილმა მოაწეროს ხელი და რაღაც ნაწილმა არა

გამიჭირდება იმის თქმა, ყველა პუნქტზე მოხდება თუ არა შეთანხმება, არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის ნაწილმა მოაწეროს ხელი და რაღაც ნაწილმა არა,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ - ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტად აწყობს, რომ პარლამენტში არ შედგეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ მოხდეს 5 - პროცენტიანი ბარიერის დაწევა, რადგან ამ შემთხვევაში უალტერნატივო ოპოზიციურ ძალად რჩება.

„იმედი მაქვს, საბოლოოდ, ყველა მიხვდება, რომ ერთადერთი სწორი გზა არის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დავასრულოთ და პარლამენტში იყოს დებატები. სხდომათა დარბაზში მხოლოდ მე და ალეკო არ უნდა ვისხდეთ, რამდენი კითხვა უნდა დავსვათ ორი წუთის განმავლობაში, ორი-სამი, მეტს ხომ ვერ დავსვამთ? საჭიროა, კითხვები დაისვას და პასუხები მოვთხოვოთ მინისტრებს. თუ ეს პროცესი მოლაპარაკებით არ მოგვარდება, დაზიანდება ქვეყანა და ოპოზიცია. ამ შემთხვევაში ოპოზიცია წარმატებული ვერ გამოვა, თუ ქუჩაში დარჩება, მნიშვნელოვნად დაზიანდება. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებაც" დაზიანდება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად აწყობს, რომ პარლამენტში არ შედგეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ მოხდეს 5 - პროცენტიანი ბარიერის დაწევა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება უალტერნატივო ოპოზიციურ ძალად. უბრალოდ, მე მიკვირს სხვა ოპოზიციური ძალების, რომლებიც ამას არ იაზრებენ თუ ვერ იაზრებენ და არ დგამენ უფრო თამამ ნაბიჯებს პარლამენტში შემოსასვლელად. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, აქ არის მისი პარტია, ამ პარტიას ჰყავს ლიდერები და მათ, ჩემი აზრით, შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, თუმცა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს მარტივად ვერც საკუთარი პარტია და ვერც დანარჩენი ოპოზიცია გვერდს ვერ უვლის,"- განაცხადა იოსელიანმა.

ისე ასევე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილის მხრიდან მოლაპარაკების დატოვებას და განაცხადა, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ მას მოლაპარაკება არ აინტერესებს.

„მაგიდაზე ძალიან მნიშვნელოვანი წინდადება დევს, ეს არის სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმის. თუ ეს არ გაინტერესებს, უნდა თქვა, რა გაინტერესებს, რიგგარეშე არჩევნების გარდა. ადამიანები, ვინც დასავლეთიდან მოგვიწოდებენ, პოლიტიკური კრიზისი დავასრულოთ შეთანხმებით და ოპოზიციას ეუბნებიან, პარლამენტში შემოვიდნენ, ეს არის სწორი, რადგან ისინი სხვანაირად ვერ ხედავენ ქვეყნის განვითარების ინსტიტუციურ შესაძლებლობას. შეთანხმება ამის შესაძლებლობას იძლევა და სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ, რადგან მაგიდაზე ალტერნატივა დევს და ეს ყველამ უნდა გაიაზროს,"- განაცხადა იოსელიანმა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება