ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინის დანაკარგი ფაქტობრივად არ არის, რადგან დანაკარგის დასაშვები დოზა 5%-ია, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 3%-ია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინის დანაკარგი ფაქტობრივად არ არის, რადგან დანაკარგის დასაშვები დოზა 5%-ია, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 3%-ია.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციისთვის რეგისტრირებულია 5 ათასზე მეტი პირი, ხოლო 3 ათასზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია.

„ვაქცინაციის საბჭოზე მივიღებთ დანატებით გადაწყვეტილებებს, როგორი იქნება სტრატეგია ვაქცინაციის გაფართოებასთან დაკავშირებით. რეგისტრირებული 5 ათასზე მეტი პირი, ხოლო ვაქცინირებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი. დანაკარგი არ გვქონია, ვინაიდან იმ პირებმა, რომლებიც პორტალზე დარეგისტრირდნენ, ჩაიტარეს აცრა. ჩვენმა ექიმებმა დეტალურად იციან, როგორ უნდა მოხდეს დოზების შერჩევა და ასევე გადანაწილება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ისინი ყურადღებას აქცევენ, რომ არ იყოს დანაკარგი.

ვაქცინის დანაკარგის დასაშვები დოზა 5%-ია. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს 3%. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ დანაკარგი არ გვაქვს. შესაბამისად ეს არის ნორმის ფარგლებში”,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკას” წინააღმდეგ მიმართული კამპანია გავლენას ახდენს აცრის მსურველთა აქტიურობაზე, თუმცა ამ მიმართულებით საქართველო გეგმას მიყვება.

„ასტრაზენეკას” მიმართ მიმდინარეობს აგრესიული ანტიკამპანია. დღეს ჩანს, რომ ვაქცინაციის პროცესის სიიდან „ასტრაზენეკა” ამოღებული არ იქნება. ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს „ასტრაზენეკათი” ვაქცინაციას. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ჩვენთან აქტიურობაზე, თუმცა ჩვენი მოლოდინი პირველი სამი დღის განმავლობაში არ ყოფილა მეტი და შეიძლება ითქვას, რომ გეგმას მივყვებით. 3 ათასი ადამიანი დღიურად არის სამიზნე, რასთან დაკავშირებით ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ საგანგაშო კრიტიკულ მაჩვენებელს. შემდეგი ჯგუფი იქნება ხანდაზმულების სახლები და 75 წელს ზემოთ პირები, რომელთა დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო