„ადამიანის უფლებათა ცენტრი” საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტების შესახებ მიმართვას ავრცელებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები ვერ აკმაყოფილებენ ხანდაზმულების რეალურ საჭიროებებს და პროგრამა არაეფექტურია.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეიცვალოს მედიკამენტების ჩამონათვალი მოთხოვნადი მედიკამენტებით, რათა პროგრამა ეფექტიანი გახდეს.

„ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ხანდაზმულებისთვის მეტად მნიშვნელოვანია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, როგორც ფიზიკურად (გასათვალისწინებელია, რომ მარტოხელა ხანდაზმულებისთვის, ხშირად, დიდ პრობლემას წარმოადგენს გადაადგილება), ასევე ფინანსურად, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა მედიკამენტებს პენსიით ყიდულობს, რაც მათთვის საარსებო მინიმუმს და ერთადერთი შემოსავალის წყაროს წარმოადგენს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეიცვალოს მედიკამენტების ჩამონათვალი მოთხოვნადი მედიკამენტებით, რათა პროგრამა გახდეს რეალურად ეფექტიანი. ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს შეღავათიანი ფასით იმ მედიკამენტის შესყიდვა, რომელსაც დანიშნავს პაციენტის მკურნალი ექიმი და პაციენტი არ გახდება იძულებული შეიძინოს ის მედიკამენტი, რომელსაც თავად სთავაზობს სახელმწიფო.

გარდა ამისა, მიმწოდებელმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა: პსპ, ჯიპისი, ფარმადეპო, ავერსი - მუნიციპალიტეტის ცენტრებში არსებული სტაციონარული აფთიაქების გარდა, უზრუნველყონ ხანდაზმულთა მხარდასაჭერად მობილური აფთიაქების არსებობა გარკვეული დროის მონაკვეთებში, რათა ხანდაზმულებმა შეძლონ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების შეძენა შორ მანძილზე გადაადგილების გარეშე“,-აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2021 წლის 20 იანვრიდან ახორციელებს პროექტს „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“. მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა ოთხივე მუნიციპალიტეტში ( გორი, ხაშური, ქარელი, კასპი) პირდაპირი ვიზიტის ფარგლებში 100-ზე მეტი მარტოხელა/მარტო მცხოვრები ხანდაზმული გამოკითხეს. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ გამარტავენ, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობენ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ითვალისწინებს გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი II), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა