ილია დარჩიაშვილი - კულტურულ, რელიგიურ და სხვა დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ დარჩიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ასევე ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის,“- განაცხადა დარჩიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა